იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა 1 ივნისი - ბავშვის უფლებათა დაცვის საერთშორისო დღე, მიულოცეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის #2 სკოლის მოსწავლეებს. ბავშვებისთვის წარდგენილი პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ ბავშვის უფლებათა დაცვის მიმართულებით, მათ შორის, ბულინგის, დისკრიმინაციის და ტოლერანტობის სამართლებრივ საკითხებს. მოზარდები აქტიურად ჩაერთნენ როლურ თამაშებშიც.
გარდა ამისა, მოსწავლეებს გადაეცათ ბავშვთა უფლებათა კონვენციის ადაპტირებული ვერსია და საინფორმაციო ბროშურები, რაც მათ კიდევ უფრო დაეხმარებათ საკუთარი უფლებების უკეთ გაცნობიერებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებაში.
აღსანიშნავია, რომ იურიდიულ დახმარების სამსახურსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში მოსწავლეების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, მსგავსი აქტივობები ხორციელდება.
