2026 წლის 2 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები ბათუმში მდებარე უკრაინულ სახლს ეწვივნენ.
ინფორმაციის, ანალიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მაია ნოზაძემ, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები და მათზე წვდომის სამართლებრივი მექანიზმები გააცნო.
სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროს ადვოკატმა, თეა ყაულაშვილმა, შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ხანგრძლივად დარჩენის პირობების, ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების, მათ შორის დასაქმებულთა რეგისტრაციისა და ლეგალური ყოფნის საკითხების შესახებ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, უკრაინის მოქალაქეებმა ისარგებლეს ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციებით. შეხვედრა გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის — „კანონის უზენაესობის გაუმჯობესება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასთვის“ ფარგლებში.
