2026 წლის 11 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი რაჭაში ჩავიდა.
ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტები მაია ხვადაგიანი და ინა მელაძე ჯერ აბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის მოსახლეობას შეხვდნენ. სოფელ მუგეულში კი მათ ამბროლაურის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი თეა ჩიკვაიძე შემოუერთდათ.
კონსულტანტება მოსახლეობას მიაწოდეს ინფრომაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებზე და მობილური ცენტრის გამოყენებით გაუწიეს ინდივიდუალური კონსულტაციები მიწის სისტემურ რეგისტრაციის, მემკვიდრეობის, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის, საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურების პირობების შესახებ.
