9 დეკემბერს, იურიიდიული დახმარების სამსახურის წალენჯიხისა და ჩხოროწყუს საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა ნინო ხარჩილავამ შეხვედრა გამართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუს #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.
კონსულტანტმა ბავშვებს მიაწოდა ინფორმაცია ბავშვთა უფლებების, ბულინგის, ტოლერანტობის, თანასწორუფლებიანობის,"დისკრიმინაცი შესახებ, გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები. მათ შორის სამსახურის საბავშო ვებგვერდი www. children.las.ge და მობილური აპლიკაცია LAS Georgia, რომელიც იძლევა საშუალებას, მივიღოთ კვალიფიციური სამართლებრივი კონსულტაცია კონფიდენციალურობის დაცვით.