4 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის საჩხერისა და ჭიათურის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა სალომე გიორგაძემ შეხვედრა გამართა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის მოსახლეობასთან.
კონსულტანტმა მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ, ქალთა უფლებების შესახებ, ესაუბრა დისკრიმინაციის აღმოფხვრის ბულინგისა და ტოლერანტობის საკითხებზე, ასევე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ. შეხვედრაზე დამსწრეებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები და ამომწურავი პასუხები მიიღეს.