Top
ონლაინ დახმარება

 

ნიქოზში მობილური საკონსულტაციო ცენტრი ჩავიდა

2024 წლის 30 აგვისტოს,  სოფელ ზემო ნიქოზში, რომელიც ოკუპირებული ზონის მიმდებარე სოფელია, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრის დახმარებით უფასო სამართლებრივი კონსულტაცია გაეწია ადგილობრივ მოსახლეობას.

აღსანიშნავია, რომ ამ დღეს ნიქოზში იმყოფებოდნენ გაეროს განვითარების  პროგრამის UNDP წარმომადგენლები. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ, მიხეილ ხურციძემ გაეროს განვითარების პროგრამის ევროპისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეგიონული ბიუროს ადმინისტრატორის თანაშემწის და რეგიონული დირექტორის მოადგილეს, ნიკ ჰარტმანს დეტალურად გააცნო მობილური საკონსულტაციო ცენტრის მუშაობის პრინციპი და შთამბეჭდავი სტატისტიკა, რომელიც ცენტრის ამუშავების ეფექტურობას განსაზღვრავს. შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში დაგლას უები და მისი მოადგილე ნილს ქრისტენსენი.

გორის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი ნინო მასურაშვილი ინდივიდუალურად  შეხვდა ყველა დაინტერესებულ პირს და მნიშვნელოვანი რჩევები მისცა.

აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის "მობილური საკონსულტაციო ცენტრი"  მოეწყო და აღიჭურვა გაეროს განვითარების პროგრამის  UNDP და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით. ცენტრის საშუალებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე  ხელმისაწვდომობა მუნიციპალური ცენტრებიდან შორს მცხოვრები მოსახლეობისთვის.