Top
ონლაინ დახმარება

 

ინჩხურსა და გაჭედილში შეხვედრები ჩატარდა

მიმდინარე წლის 25 ივლისს, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ფოთის იურიდული დახმარების ბიუროს უფროსი ნათია ბოჯგუა  და ადვოკატები ეწვივნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებს - გაჭედილსა და ინჩხურს.

იურისტებმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ისაუბრეს როგორც იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, ასევე დისკრიმინაციის დაუშვებლობაზე, ტოლერანტობაზე, თანასწორუფლებიანობასა და ბულინგის აკრძალვაზე. ყურადღება გამახვილდა მოზარდების უფლებებზე და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემებზე, რაც სამტავრობო ვალდებულებებითაა გათვალისწინებული. დარიგდა საინფორმაციო ბროშურები.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ინდივიდუალურ კონსულტაციებს, რომელიც სოფლების მოსახლეობამ  მობილური საკონულტაციო ცენტრის გამოყენებით მიიღო.