Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახურში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა

10 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ესტუმრნენ. შეხვედრის მიზანი იყო ახალი საარჩევნო რეფორმების, მათ შორის, ტექნოლოგიოური სიახლეების გაცნობა და იმიტირებულ არჩევნებში მონაწილეობა. 

პრეზენტაციის დროს იურისტებმა ცესკოს წარმომადგენლებს დაუსვეს შეკითხვები, როგორც უშუალოდ რიგითი ამომრჩევლისთვის საინტერესო სფეროდან, ასევე, იმ კანონმდბლობიდან გამომდინარე, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს საარჩევნო პროცესის დროს წარმოქმნილი პრობლემების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევებთან.

შეხვედრის ბოლოს სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ჩატარდა იმიტირებული არჩევნები, რომელშიც ყველამ მიიღო მონაწილეობა