Top
ონლაინ დახმარება

 

ჩატარდა ტრენინგი ლტოლვილთა სამართალში

23-24 ოქტომბრის თარიღებში სპეციალიზებულ საქმეთა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი ლტოლვილთა სამართალში. 

ტრენინგი ჩატარდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით. ტრენინგის ფარგლებში დამსწრე პირებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ლტოლვილთა დაცვის კონცეფცია და უნივერსალური პრინციპები, ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტა, შეჩერება და ჩამორთმევა, წარმოშობის შესახებ ინფორმაცია და მტკიცების ტვირთის სტანდარტი.

ტრენინგს უძღვებოდნენ ტრენერები: თორნიკე ცაგარეიშვილი და სალომე ქუსიკაშვილი