Top
ონლაინ დახმარება

 

დმანისის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო კამპანიის ნაწილი დამთავრდა

30 ივნისს, ქვემო ქართლის რეგიონში დამთავრდა საინფორმაციო კამპანიის ნაწილი, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. 

კამპანიაში, რომელიც ორგანიზებულია შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, სხვა უწყებებთან ერთად მონაწილეობს იურიდიული დახმარების სამსახურის რუსთავის ბიურო და მარნეულის საკონსულტაციო ცენტრი.

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ოროზმანსა და ზემო ყარაბულახში გამართულ შეხვედრებში, კონსულტანტებმა ლალი ალუდაურმა და დავით ჯიქიამ მოსახლეობას მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, ესაუბრნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, ბავშვთა უფლებებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, მის რეგისტაციასა და შშმ პირთა უფლებებზე. ასევე ახალი შრომის კოდექსით გათვალისწინებულ თემებზე.

მოსახლეობის დაინტეერსება გამოიწვია საიდენტიფიკაციო დოკუმენტებისა და მოქალაქეობის არმქონეობის საკითხებმა, რაზეც მათ კვალიფიციური კონსულტაცია გაეწიათ.