გრძელდება იურიდიული დახმარების სამსახურის საქველმოქმედო ტრადიცია.
31 დეკემბერს , იურიდიული დახმარების სამსახური სოფელ გიორგიწმინდაში მგელაძეების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა. ოჯახი სოციალურად დაუცველია. ცხოვრობენ სპეციალურ ვაგონში, სადაც ცოტა ხნის წინ ხანძარი გაჩნდა და ფართის ნაწილი დაიწვა. ოთხივე ბავშვი სკოლის მოსწავლეა,
სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა მგელძეების ოჯახს საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, სასკოლო ნივთები და სათამაშოები შეუძინა და გადასცა.
იურიდიული დახმარების სამსახური ყველა ბენეფიციარს ულოცავს შობა-ახალ წელს და ყველაფერს საუკეთესოს უსურვებს.