Top
ონლაინ დახმარება

 

პროფესიულ კოლეჯ "მერმისთან" მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, 19 ოქტომბერს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და სსიპ პროფესიული კოლეჯი”მერმისის” დირექტორმა ნონა ღუდუშაურმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმის თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახური კოლეჯის სტუდენტებს გააცნობს  თავიანთ უფლებებსა და ამ უფლებების პრაქტიკაში რეალიზების საშუალებებს, როგორც დისტანციურად, ასევე უშუალო შეხვედრების გზით.

თავის მხრივ, კოლეჯი აქტიურად ჩაერთვება სამსახურის  მიერ ორგანიზებული პროექტების განხორციელებაში. მემორანდუმი ძალაში შევიდა მისი ხელმოწერისთანავე და მოქმედებს ერთ-ერთი მხარის მიერ მისი შეწყვეტის მოქმედებამდე.

მემორანდუმის გამოფორმების შემდეგ, სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა კოლეჯის სტუდენტებს წარუდგინა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი დარიკო თორდია, რომელმაც ჩაატარა სემინარი თემაზე "ნარკოდანაშაული". მან ისაუბრა საკითხის სამართლებრივ და პრაქტიკულ ასპექტებზე. სტუდენტების მხრიდან დაისვა არაერთი საინტერესო შეკითხვა. აუდიტორიას ასევე მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისების შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ კოლეჯში სწავლობს რამდენიმე ათეული შშმ პირი, რომლებსაც საჭიროებისამებრ გაეწევათ უფასო სამართლებრივ დახმარება.