Top
ონლაინ დახმარება

 

ხულოში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

უფასო სამართლებრივი დახმარება ხულოს მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახდა. 2020 წლის 13 აგვისტოს, 13:00 საათზე, ხულოში (დავით აღმაშენებლის ქ.#3), გაიხსნა იურიდიული დახმარების სამსახურის ხულოს საკონსულტაციო ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება იურიდიული კონსულტაციის მიღება ნებისმიერი პირისთვის ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე.

საკონსულტაციო ცენტრში იმუშავეს ერთი იურისტ-კონსულტანტი და ის სამართლებრივ რჩევებს გასცემს სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის: სოციალურად დაუცველთა უფლებები, საბანკო ურთიერთობები, მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები და სხვა აქტუალური პრობლემები.

მოსახლეობასთან ღია ცის ქვეშ გამართულ შეხვერდაზე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ადგილობრივებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები და ესაუბრა რეგიონისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე სამართლებრივ საკითხზე.

ღონისძიების საპატიო სტუმარი იყო გაეროს ბავშთა ორგანიზაციის UNICEF წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, რომელმაც სპეციალური სიტყვით მიმართა შეხვედრის მონაწილეებს.

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის 13 ბიურო და 16 საკონსულტაციო ცენტრი. ხულოში სამსახურის მე-17 საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.