Top
ონლაინ დახმარება

 

უზბეკეთის იურიდიული დახმარების რეფორმაში საქართველოს წარმომადგენლები ჩაერთვებიან

დღეს  იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ონლაინ შეხვედრა გამართა კანადის იურიდიული საზოგადოების კრიმინოლოგიის, ბარისტიკისა და ადვოკატირების დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორთან ნიკოლაი კოვალიოვთან. ჩართვაში ასევე მონაწილეობდნენ სამსახურის დირექტორის მოადგილეები ნინო მელაძე, სულხან გველესიანი და ანალიტიკური  სამსახურის უფროსი დავით სიმონია, რომელმაც პრეზენტაციის საშუალებით კანადელ კოლეგას დეტალურად გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის არსებული სტრუქტურა, უფასო სამართლებრივი დახმარების მოქმედი სისტემა და  მიმდინარე რეფორმები. 

აღსანიშნავია, რომ პროფესორი  ნიკოლაი კოვალიოვი აქტიურად ჩართულია უზბეკეთში მიმდინარე იურიდიული დახმარების სისტემის ფორმირების პროცესში და მისთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს, როგორც ერთ-ერთი წარმატებული სისტემის მქონე ქვეყნის გამოცდილება. ამიტომ მისი ყურადღება განსაკუთრებით ახლა მიმდინარე რეფორმებმა მიიპყრო. გადაწყდა, რომ კვლავ გაგრძელდება ონლაინ შეხვედრები აღნიშნულ საკითხზე.

იურიდიული დახმარების სამსახური მზად არის მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი უზბეკეთში მიმდინარე რეფორმას და დაეხმაროს უზბეკ კოლეგებს უფასო სამართლებრივი დახმარების ეფექტური სისტემის შექმნაში.