2019 წლის 6 ივნისს იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთი–ზესტაფონის ბიუროს იურისტებმა ელისო ბოგვერაძემ,თეა ჯანგიანმა და მიხეილ ხუსკივაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეხვედრა გამართეს ჭიათურაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან ,,ქალთა უფლებებზე’’ .ასევე მოსახლეობას გააცნეს უფასო სამართლებრივი დახმარების სამსახურის მომსახურების პირობებს და მიეწოდათ ინფორმაცია მომსახურების კრიტერიუმების შესახებ.მოსახლეობას ადგილზე გაეწიათ კონსულტაციები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე. შეხვედრაზე მყოფ პირებს ადგილზე დაურიგდათ სამსახურის ბუკლეტები.