2019 წლის 26 სექტემბერს კახეთის–სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლებმა - ადვოკატმა ბექა ჯავახიშვილმა და იურისტ-კონსულტანტმა გიორგი ევსტაფიშვილმა შეხვედრა გამართეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში ადგილობრივი თვითმართველობის შენობაში. შეხვედრას ესწრებოდა სოფელ ზემო მაჩხაანის მოსახლეობა.
იურისტებმა მოქალაქეებს გააცნეს მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები, ისაუბრეს სახელმწიფო პროექტზე, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, აგრეთვე გააცნეს იურიდიული დახმარებით სარგებლობის წესი და პირობები და მათვის საინტერესო სხვადასხვა სამართლებრივ შეკითხვებს გასცეს პასუხი.
შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიმართა.