იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა ბიუროების უფროსებსა და საკონსულტაციო საბჭოს წევრებს. შეხვედრაზე განიხილეს მენეჯმენტის მოსაზრებები სამსახურში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით და იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების სისტემის კონცეფცია.