Top
ონლაინ დახმარება

 

სამსახურის დირექტორი შუახევის მოსახლეობას შეხვდა

20 აგვისტოს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი შუახევს ეწვია და მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გაფართოებული საკონსულტაციო შეხვედრა გამართა ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და რესურსცენტრის თანამშრომლებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან.

შუახევში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ დირექტორის მოადგილეები - ნინო მელაძე სულხან გველესიანი, შუახევის რესურს-ცენტრის წარმომადგენელი რუსუდან შავაძე და შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე.

დაბა შუახევში, ერთი თვის წინ გაიხსნა იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი, რის შედეგადაც დაბისა და მუნიციპალიტეტში შემავალი 67 სოფლის, ასევე, ზემო აჭარის სხვა მცხოვრებლებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარება უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდა.