Top
ონლაინ დახმარება

 

იურისტები ფოთის დღის ცენტრის ბავშვებს ესტუმრნენ

2019 წლის 1 აგვისტოს, სამეგრელოს-ფოთის იურიდული დახმარების ბიუროს თანამშრომლებმა საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს ფოთში არსებულ დღის ცენტრში, სადაც ბენეფიციარები ძირიტადად შშმ ბავშვები არიან. იურისტებმა  ცენტრის პატარა ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს და სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით მოახერხეს თითოეულის მათგანის ჩართვა და გახალისება. 

დღის ცენტრის თანამშრომლებმა და მშობლებმა დიდი მადლობა გადაუხადეს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლებს და აღნიშნეს, რომ ამ სამსახურის სამართლებრივი დახმარებითაც არაერთგზის, ეფექტურად უსარგებლიათ.