საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხას საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა იურიდიული დახმარების სამსახურის საჩხერის საკონსულტაციო ცენტრის იურისტ-კონსულტანტი სალომე გიორგაძე (13.06,2019).
შეკრებილ საზოგადოებას მიეწოდა ვრცელი ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ. სალომე გიორგაძემ დეტალურად ისაუბრა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე და დაინტერესებულ პირებს ადგილზე გაუწია სამართლებრივი კონსულტაცია.