Top
ონლაინ დახმარება

 

ბენეფიციარი მედეა მოსულიშვილი:„ვინც სამართალს ეძებს, იურიდიული დახმარების სამსახურს უნდა მიაკითხოს“ 

მთელი ცხოვრება ჟურნალისტად ვიმუშავე. ამჟამად სოციალურად დაუცველი, მარტოხელა პენსიონერი ვარ. ჩემს ახლანდელ მდგომარეობას ვერასდროს წარმოვიდგენდი. მაგრამ მარტოობა და მატერიალური გაჭირვება  ჩემი ყველაზე დიდი საზრუნავი არ ყოფილა. უარესი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი. ახლო ნათესავებმა მოტყუებითა და დაშინებით ბინა წამართვეს. საცხოვრებელი აღარსად მქონდა, ფაქტობრივად ქუჩაში დავრჩი. გულისტკივილით ვიხსენებ, რომ ვერც რაიონულ სასამართლოში და შემდეგ ვერც სააპელაციო სასამართლოში ვერ მივაღწიე სამართალს. სწორედ მაშინ დამჭირდა იურიდიული დახმარება.

ნაცნობების რჩევით მივმართე იურიდიული დახმარების სამსახურს. იქ უამრავი ადამიანი დამხვდა, რომლებიც ჩემსავით სამართალს ეძებდნენ.  შესვლისთანავე რამდენიმე ბედნიერი სახე დავინახე და გავიფიქრე: „ნუთუ, მეც ასეთი კმაყოფილი ვიქნები?“

მას შემდეგ ორი წელი ვიარე ამ სამსახურში პროფესიონალ კონსულტანტებთან და ადვოკატებთან, არაჩვეულებრივ ადამიანებთან, რომლებმაც თავისი სიმტკიცითა და პრინციპულობით გამაოცეს. ჩემი კონსულტანტების ადამიანურობამ, დახმარების სურვილმა და სიმართლის დადგენისკენ სწრაფვამ შედეგი გამოიღო და საქმე მოვიგეთ. ამ სამსახურის  წყალობით ჩემი ბინა დავიბრუნე, სადაც 14 წელი ვცხოვრობდი. 

დიდი მადლობა იურიდიული დახმარების სამსახურს და იქ მომუშავე უაღრესად გულისხმიერ და მებრძოლ ადამიანებს. ვინც სამართალს ეძებს, იურიდიული დახმარების სამსახურს უნდა მიაკითხოს!
 

საზოგადოებრივი ადვოკატები და ჩვენი ბენეფიციარები