Top
ონლაინ დახმარება

 

ბერძენაულის და კნოლევის მოსახლეობა საზოგადოებრივ ადვოკატებს შეხვდა

5.11.2018 შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენელები კონფლიქტის ზონის სიახლოვეს, ქარელის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში არსებული სოფლების - ბერძენაულის და კნოლევის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირება იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის, სერვისების, უფასო სამართლებრივი დახმარების მირების შესაძლებლობების შესახებ. 

ბერძენაულის საზოგადოებრივ ცენტრსა და კნოლევის სკოლასთან შეკრებილებს გაეწიათ კონსულტაცია მიწის, უძრავი ქონების დაკანონებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე; თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების დაკანონების, საკუთრების რეგისტრაციისა და პრივატიზების საკითხებზე; სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის, პენსიის დანიშვნის პროცედურებზე, მემკვიდრეობაზე, ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის თემებზე და ა.შ.

შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიმართა.