2018 წლის 28 თებერვალს იურიდიული დახმარების სამსახურის საჩხერის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა სალომე გიორგაძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართა საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებთან.
ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები დეტალურად გაეცვნენ ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის, არსებული სერვისების შესახებ, გაეცვნენ უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმებს. შეხვედრის შემდეგ საკრებულოს წევრებს გადაეცათ იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.
აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის საჩხერის საკონსულტაციო ცენტრი მოქმედებს 2014 წლიდან და იგი ძირითდად საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას ემსახურება.