იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროების ხელმძღვანელები, საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლები და მენეჯმენტის წევრები, 2018 წლის 1-3 მარტს, ესწრებიან ქალაქ ბორჯომში მიმდინარე ტრენინგს თემაზე „ეფექტური კომუნიკაცია და კონფლიქტის მოგვარება“. ტრენინგი ორგანიზებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამით “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG).
აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახური განაგრძობს სხვადასხვა პროექტის განხორცილებას სამსახურის სტრატეგიის - „მუდმივი პროფესიული გადამზადების და განვითარების“ ფარგლებში. ამ მიმართულებით მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილია კიდევ არაერთი ტრენინგი, სემინარი და შეხვედრა.