Top
ონლაინ დახმარება

 

ოჯახში ძალადობის თემაზე ახალციხელ მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

25 თებერვალს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, იურიდიული დახმარების სამსახურის ადგილობრივი ბიუროს იურისტებმა ახალციხის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა ოჯახში ძალადობის საკითხს მიეძღვნა და კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოზარდებს გააცნეს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო ნორმები, ასევე ამ პრობლემასთან ბრძოლის პრაქტიკული საშუალებები. მოსწავლეებმა ასევე მიიღეს ამომწურავი პასუხები საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებსა და მათთვის გათვალისწინებულ სასჯელებზე.

იურიდიული დახმარების სამსახურის ახალციხის ბიურო მოსწავლეებთან შეხვედრებს პერიოდულად მართავს.