30 იანვარს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის ბიუროს იურისტებმა მორიგი გასვლითი კონსულტაცია სოფელ საგურამოში გამართეს.
საზოგადოებრივმა ადვოკატება მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და ადგილზე გაუწიეს კონსულტაცია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით.
იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის ბიურო მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად მართავს. გასვლითი კონსულტაციები მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.