Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახური „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ კვლევის ჩატარებაში დაეხმარება

იურიდიული დახმარების სამსახური არასამთავრობო ორგანიზაციას –„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ კვლევის ჩატარებაში დაეხმარება. ეს გათვალისწინებულია თანამშრომლობის მემორანდუმით, რომელიც დღეს, ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა – მელიტონ ბენიძემ და ალექსანდრე ცქიტიშვილმა გააფორმეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის საგანია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2016 წლის 20 თებერვალს შეტანილი ცვლილება, რომელიც მოწმეთა დაკითხვის ახალ წესს ადგენს.

თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლები აიღებენ ინტერვიუებს იურიდიული დახმარების სამსახურში სისხლის სამართლის სპეციალიზაციით მომუშავე ადვოკატებისაგან. დაგეგმილია ერთობლივი დისკუსიების გამართვაც.