Top
ონლაინ დახმარება

 

ფოთის მე-12 სკოლაში შეხვედრა ჩატარდა

3 დეკემბერს ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო  მიწვეულ იქნა ქ. ფოთის N12 საჯარო სკოლაში, e-Twinning- ის საერთაშორისო პროექტის "PETS: Respect and Responsibility"-ის ფარგლებში ცხოველების უფლებებთან დაკავშირებით განხორციელებულ აქტივობაში მონაწილეობის მისაღებად.

არასრულწლოვნებთან შეხვედრისას განხილული იყო ისეთი საკითხები როგორიცაა: ცხოველების ყოლის წესების დარღვევა, ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობა, ცხოველი წამება, მისდამი  სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა. არასრულწლოვნები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში. შეხვედრის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება, გამოცდილების გაზიარება, ურთიერთთანამშრომლობა.

ფოთის ბიუროს წარმომადგენელმა სალომე ჯანჯღავამ  არასრულწლოვანებს მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, მათ შორის, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მიმართულებით.