Top
ონლაინ დახმარება

 

რამაზ ჩინჩალაძე იურიდიული დახმარების საბჭოს თავმჯდომარე გახდა

 4 ივლისს, იურიდიული დახმარების საბჭომ ახალი თავმჯდომარე რამაზ ჩინჩალაძე აირჩია. იურიდიული დახმარების სამსახური ულოცავს ბატონ რამაზ ჩინჩალაძე საბჭოს თავმჯდომარედ არჩევას და უსურვებს მას წარმატებულ საქმიანობას.

იურიდიული დახმარების საბჭომ დღეს მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და ერთხმად დაამტკიცა სამსახურის დირექტორის მიერ წარდგენილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციის და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესი და კრიტერიუმები. ხარისხის შეფასების ახალი სისტემის შემუშავება იყო გასულ წელს დირექტორის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება და დღეიდან სამსახურს ექნება საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მექანიზმი მომსახურეობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისათვის. საბჭომ დაამტკიცა ასევე დირექტორის მიერ წარდგენილი რეფორმირების პროექტი, რომელიც გულისმობს სამსახურის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას. რეფორმები მომზადდა დირექტორის ახალი სტრატეგიის ფარგლებში სამსახურის საქმიანობის ანალიზისა და განვითარებული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკებზე დაფუძნებით.

მიმდინარე გამოწვევების მიუხედავად სამსახური აქტიურ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას და ადამიანის უფლებების ეფექტურად დაცვისათვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.